192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აჭარაში მიწისძვრა მოხდა
2019-03-05 14:02:44

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქობულეთის რაიონის სოფელ ხინოდან სამ კილომეტრში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები ღამით, 00:21 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრა საგრძნობი იყო მათ შორის ბათუმის, ქედასა და ოზურგეთის მოსახლეობისთვის, იუწყება აჭარის ტელევიზია.