192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სომეხ ბიზნესმენებთან განიხილა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები
2019-03-05 14:42:07

სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა სომხური სათვისტომოს ბიზნესის წრის წარმომადგენლებს, რომლებიც საქმიანობენ ბრილიანტის მრეწველობის, უძრავი ქონების, ტვირთის ტრანსპორტირების სფეროებში. შეხვედრა შედგა ბრიუსელის აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურათა ცენტრში "ვილა ამპენ". ამის შესახებ იტყობინება პრემიერ მინისტრის აპარატი.
სამუშაო ვახშმის დროს განხილულ იქნა სომხეთ-ბელგიის ბიზნეს კავშირების გაფართოების საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, აგრეთვე ბიზნეს გარემოს უწყვეტი გაუმჯობესების, ინვესტიციების ხელშეწყობის, რეგულაციების გამარტივების, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წრეებში მიმდინარე სამუშაოები. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით და ერთობლივი პროგრამების განხორციელებით.