192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველმა ძიუდოისტმა ქალებმა პრაღაში ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს
2019-03-05 18:00:59

ქართველი გოგონების ყულაბაშია ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოს ძიუდოს ქალთა ნაკრების სამმა წევრმა საერთაშორისო ტურნირზე European Judo Open Women, რომელიც პრაღაში დასრულდა, სამი მედალი მიიღო.

ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფო სომხიშვილი (+78) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო მარიამ ჭანტურია (-70) - ბრინჯაოსი.

ლიპარტელიანმა ფინალში პოლონელ არლეტ პოდოლაკთან წააგო, ხოლო სომხიშვილმაჩინელ იან ვანგთან.


საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩინელმა ძიუდოისტმა ქალებმა გაიმარჯვესმათ ანგარიშზეა ხუთი მედალი. მეორეზეა საფრანგეთის გუნდი, ხოლო მესამეზემონღოლეთის.

ტურნირში European Judo Open Women მონაწილეობდა 29 ქვეყნის 166 სპორტსმენი.