192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას ვერ შეძლებენ
2019-03-06 07:00:14

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის არანაირი წინაპირობა არ გააჩნია

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას ვერ შეძლებენ, რადგან ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარა, განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში ხანმოკლე უვიზო ვიზიტების უფლება 2017 წლის მარტიდან მიიღეს. 2018 წლის დასაწყისში ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა, ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. შემდგომში საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის ზოგიერთი ნორმა გაამკაცრა. შეზღუდვები გვარის შეცვლის პროცედურას შეეხო.

მითხრეს, რომ რადგან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასმა გააკეთა თავშესაფრის მიღების განაცხადი, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისი თქმით, საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის არანაირი წინაპირობა არ გააჩნია.

ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლებაა და ქართული საზოგადოებაა გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე შეხვედრაზე საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველოს გეგმა ევროკავშირმა მოიწონა, მაგრამ 2020 წლისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს 20 პუნქტი, შემდეგ კი პროგრესზე საუბარიც იქნება შესაძლებელი.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველოაღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთანაზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.