192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის
2019-03-06 08:00:55

ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  მიმდინარე წლის თებერვალში საქართველო მოინახულა 469,5 ათასმა უცხოელმა, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

საქართველოში 15 წლის ზემოდ ასაკის პირებმა თებერვალში 389,2 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, მან თებერვალში 247,7 ათასზე მეტს შეადგინა (+5,1%).

ქვეყნების ხუთეული 2019 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა

ცვლილება წელიწადში - %

აზერბაიჯანი

83 511

-1,8

სომხეთი

70 078

-10,7

რუსეთი

69 675

14,7

თურქეთი

61 594

-19,8

უკრაინა

10 122

13,1

 

თებერვალში ქვეყანას ეწვია ქართული დიასპორის 34,8 ათასი წარმომადგენელი, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 3,5%-ით მეტია.

განსაკუთრებული ზრდა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ისრაელი (+198,4%), ჩინეთი (+52%), საუდის არაბეთი (+48,6%).

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობა

ვიზიტების რაოდენობა

ცვლილება წელიწადში -%

წილი ვიზიტების რიცხვიდან - %

სახმელეთო

282 712

-8,4

72,6

საჰაერო

101 273

24,7

26

რკინიგზა

2 343

8,7

0,6

საზღვაო

2 890

28,1

0,7

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც კვეთენ უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს საკონტროლო გამშვები პუნქტები სარფში, თბილისის აეროპორტში და ყაზბეგში.

საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტი

ვიზიტების რაოდენობა

ცვლილება წელიწადში - %

წილი ვიზიტების რიცხვიდან - %

თბილისის აეროპორტი

86 482

16,0

22,2

წითელი ხიდი

71 694

5,2

18,4

სარფი

65 278

-12,5

16,8

სადახლო

55 075

-3,7

14,2

ყაზბეგი

51 939

-7,5

13,3

 

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.