192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველად მიმართავს
2019-03-06 11:00:45

პრეზიდენტი დღეს, პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა. ამის შესახებ აუწყებს ინტერპრესნიუსი.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობადასაქართველოს პატრიოტები“, თუმცანაციონალური მოძრაობისწევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვდეს.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. სალომე ზურაბიშვილის დასკვინითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.