192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირი მზად არის განაგრძოს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა. ფედერიკა მოგერინი ნიკოლ ფაშინიანს
2019-03-06 11:00:33

სრ  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უმაღლეს წარმომადგენელს  ფედერიკა მოერინის.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ფედერიკა მოერინიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფას და რიგ სხვა მიმართულებებს.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთის საიმედო პარტნიორია და სომხეთში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა უფრო განამტკიცა საერთო ღირებულებების მქონე სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულება, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი, სრ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

ნიკოლ ფაშინიანმა და ფედერიკა მოერინიმ გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული საკითხების თაობაზე, შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.