192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების პროგრამები უნდა იყოს განსხვავებული და ხორციელდებოდეს პარალელურად. იოჰანეს ჰანი
2019-03-06 12:09:13

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარ იოჰანეს ჰანის მოსაზრებით სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების პროგრამები უნდა იყოს განსხვავებული და ხორციელდებოდე პარალელურად. ამის შესახებ ჰანმა განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით აქ მყოფ სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ერთობლივ პრეს-კონფერენციის დროს.

დაიმოწმა რა ნიკოლ ფაშინიანი, კომისარმა განაცხადა, რომ ერთი კვირის წინ სომხეთმა წარმოადგინა საგზაო რუკა 13 კონკრეტული პროგრამების შესახებ, და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკურ განვითარებას, ანუ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას. ჰანის თქმით, ამ მიზანს ემსახურება უკვე შექმნილი  ერთ-ერთი შედეგი, რომლის წრეებშიც ევროპული საფინანსო სახსრებით სომხურ ბანკებს შეეძლებათ სესხები გასცენ მცირე და საშუალო საწარმოებს და მიკროკომპანიებს ადგილობრივ ვალუტაში სავალუტო რისკის აღმოფხვრის მიზნით.

ჰანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გარდა, სომხეთს სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მხარდაჭერა. "ამ მიზეზითაა, რომ ურთიერთკავშირი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც მოითხოვს ინვესტიციებს გზების, რკინიგზის განვითარებისთვის. და იგი ასევე მოითხოვს მოქმედი ელექტრო ქსელების, ელექტროენერგიის გადაცემას, ექსპორტს",–განმარტა იოჰანნეს ჰანმა და დასძინა, რომ ენერგოეფექტურობაც არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქმნის მრავალ სამუშაო ადგილს არცთუ იმდენად ინდუსტრიის სფეროსთვის, რამდენადაც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.