192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის ვიცე-პრემიერმა ავინიანმა საფრანგეთის დელეგაციასთან ერთად განიხილა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები
2019-03-06 12:00:06

ერევანი, 5 მარტი, არმენპრესი. სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა 5 მარტს მიიღო დელეგაცია სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  ჟონათან ლაქოტის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მრჩეველი, საფრანგეთის ბირთვული ენერგეტიკის კომისიის წარმომადგენელი ალექსანდრ გორბაჩოვი და საფრანგეთის კომპანია ORANO-ს (ყოფილი AREVA) წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გარეგინ ბაღრამიანი.

როგორც არმენპრესს აცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ტიგრან ავინიანის ოფისიდან, მხარეებმა განიხილეს ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ბირთვული ენერგიის წარმოების შესაძლებლობებს შორის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის როლს  და გააგრძელებს ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას.  მან ასევე დასძინა, რომ ამჟამად განიხილება ახალი ატომური ელექტროსადგურის  მშენებლობისა და ამ პროექტში  უცხოელი პარტნიორების ინვესტიციის საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, კერძოდ წარმოების, კვლევებისა და განვითარების, პროფესიული გაცვლისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.