192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკომისია მომხრეა სომხეთ-ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად
2019-03-06 13:00:17

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან ყველა შეხვედრისას განიხილა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყების საკითხი. ამის შესახებ ილაპარაკა სამუშაო შეხვედრით ბრიუსელში მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის თავმჯდომარე  ჟან-კლოდ იუნკერთან  და  ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების  პოლიტიკის კომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად ჩატარებული პრეს-კონფერენციისას.

ჯან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის ტექნიკურ პირობები უკვე დაკმაყოფილებულია და ახლა დროა ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობისა. „ მე და კომისარი ჰანი მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ საქმეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ჩვენ ავღნიშნეთ, რომ გავმართავთ უფრო სერიოზულ დიალოგს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებსაც შეეხებათ ეს საკითხი. ჩვენ, როგორც ევროკომისია ვემხრობით ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს, მოლაპარაკეკები კი უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე“- ხაზი გაუსვა ჟან-ჟაკ იუნკერმა.