192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გაზრდილია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკური ნება. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-03-06 13:09:21

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინანმა ბრიუსელში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე  განიხილა მრავალრიცხოვანი საკითხები: დაწყებული სომხეთში დემოკრატიული ტრანსფორმაციით და  მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო განვითარებით დამთავრებული.

"მოხარული ვართ აღვნიშნოთ სომხეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და თანამშრომლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთის გაბედულება და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკური ნება გაიზარდა", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, წელი უკვე დაიწყო მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტებით და დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ის განვითარდება და გაგრძელდება მნიშვნელოვანი მოვლენებით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დიალოგსა და პარტნიორობას.