192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს ევროპულ ფასეულობებზე და ევროკავშირი აფასებს ამას: დონალდ ტუსკი
2019-03-06 13:16:35

სომხეთის  ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს ევროპულ ფასეულობებზე და ევროკავშირი აფასებს ამას: ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ მას მოსწონს  ნიკოლ ფაშინიანის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებისა  და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რაც ყველასათის სარგებლობის მომტანი იქნება. "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გადადგამთ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისკენ და ჩვენ კი დავეხმარებით სომეხ ხალხს  ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში", - განაცხადა ტუსკმა.
მისი სიტყვებით,  შეთანხმება წინასწარი წესით უკვე  ძალაში შევიდა. "ჩვენ მიველით, რომ  თქვენ გადაწყვეტილებებს შიგა რეფორმების გატარების საკითხში და  მზად ვართ ვუზრუნველყოთ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, მიესალმა რა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების საკითხში.