192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დიდი ბრიტანეთის სასულიერო ცენტრში გაიხსნა ინგლისში პირველი, სომეხთა გენოციდის მსხვერპლისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი (ხაჩქარ)
2019-03-06 12:30:39

დიდი ბრიტანეთის სასულიერო ცენტრში,  ქალაქ კენტერბერში დაიდგა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავმყოფი ქვაჯვარი. ბრიტანეთის სომხური სათვისტომოს ინიციატივით, ინგლისის (ანგლიკანური) მთავარი ეკლესიის (ქრისტეს მიტროპოლიტი ეკლესია) ხსოვნის ბაღში დადგმული ქვაჯვარი აკურთხ სომხური სამოციქულო ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ჰოვაკიმ მანუკიანმა.  ამის შესახებ აუწყებს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის ელჩი არმან კირაკოსიანი, კენტერბერის ეპისკოპოსი ჯასტინ უელბი, კენტერბერელი დეკანი რობერტ უილისი,  საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეები, ბრიტანეთის სომხური სათვისტომოს 200-ზე მეტი წევრი.