192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ალექსის ოჰანიანმა და Acer –ის დამფუძნებელმა დაადასტურეს ერევანში გასამართ საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციაში მათი მონაწილეობის შესახებ
2019-03-06 13:59:11

Reddit ვებ გვერდის სომეხი ეროვნების დამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა და Acer- ის დამფუძნებელმა სთენ შინმა დაადასტურეს თავიანთი მონაწილეობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ფორუმში, რომელიც გაიმართება  ერევანში 6-9 ოქტომბერს.
ამის შესახებ იუწყება სომხეთის მთავრობის  Facebook ოფიციალური გვერდი.
2019 წლის კონფერენციის სათაურია "დეცენტრალიზაციის ძალა".
"ვიმსჯელებთ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხედვაზე. ინტელექტუალური ქალაქის გადაწყვეტებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კიბერ უსაფრთხოებაზე, და ყველა საინფორმაციო ტექნოლოგიის  ტენდენციაზე, რომელიც ამჟამად თრენდულია. დისკუსიების წრე საკმაოდ ფართო იქნება და ჩამოვლენ ყველაზე ცნობილი სპეციალისტები", - განაცხადა კონფერენციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ესაიანმა.
კონფერენციაში მონაწილეობის ზეპირი თანხმობა განაცხადეს Amazon, Google და Facebook- ის  ხელმძღვანელებმა.