192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გერმანელი ბიზნესმენები მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ სომხეთის ეკონომიკის მოდერნიზებაში
2019-03-07 09:00:31

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა მიიღო გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ  ევროპის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ უტე კოხლოვსკი-ქაჯაიას ხელმძღვანელობით.

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანის კაბინეტის განცხადებით, ტიგრან ავინიანმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია სომხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებას.

უტე კოხლოვსკი-ქაჯაია განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს სომხეთში ჩამოსული ყველაზე დიდი გერმანული ბიზნეს დელეგაცია და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციის პროცესში.

ამის შემდეგ, ბიზნეს-დელეგაცი წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ საინფორმაციო ტექნოლოგიებ, საფინანსო, საკონსულტაციო, საავიაციო, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ლითონმშენებლობის, ციფრული ჯანდაცვის, ორმაგი განათლების, სოფლის მეურნეობის გერმანულ კომპანიებს,  გააცნეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობ, რასაც ვიცე პრემიერ-მინისტრთან კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლა მოჰყვა.