192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მბ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სომხეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ დოკუმენტს ამზადებს
2019-03-07 10:27:52

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის სომხეთის რესპუბლიკის ოფისის დირექტორი  სილვი ბოსუთღო.

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატიდან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები.
სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან ეფექტური თანამშრომლობის  საკითხს  და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა, მათ შორის მსოფლიო ბანკთან  ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისათვის.
სილვიო ბესუთღომ აღნიშნა, რომ მზადდება  სომხეთთან მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობის განმსაზღვრავი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს „ქვეყნის პარტნიორობის სფეროს“. ის შედგება სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილისაგან: ექსპორტის წახალისება და კონკურენციაუნარიანობა,  ადამიანური კაპიტალის განვითარება,  ეკოლოგიისა და რესურსების მართვა.