192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ოთხი ოქრო – ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ.
2019-03-07 10:58:29

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები შეჯიბრების პირველ დღეს გახდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ), ლევან ქავჟარაძე (-63), გურამ ხეცურიანი (-87) და ზვიად პატარიძე (-130). ბრინჯაო ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა.

 წურწუმია და პატარიძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მფლობელები უკვე მეორედ გახდნენ. ორივე სპორტსმენი ასევე 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

 შეჯიბრების პირველი დღის შედეგებმა საქართველოს ნაკრებს გუნდური ჩათვლის სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევის საშუალება მისცა (115 ქულა). მეორე ადგილზე მყოფ რუსეთის გუნდს ქართველები 38 ქულით უსწრებენ.

შეჯიბრების მეორე დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვთ. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რამაზ ზოიძე (-72) და გიორგი მელია (-97) იბრძოლებენ, ხოლო ბრინჯაოსთვისირაკლი ძიმისტარაშვილი (-60).