192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ორმაგი მოქალაქეობა: საქართველოს პრეზიდენტი პროცედურის გამარტივების მომხრეა
2019-03-07 11:02:07

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს, რათა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეძლონ.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ჯერ კიდევ რთულია საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რაც უნდა გამოსწორდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნის პასპორტის აღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა აიკრძალა. ცვლილებები ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შესულიყო, თუმცა უკვე აპრილში პარლამენტმა პროცედურის დაჩქარება გადაწყვიტა.

ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით იმ თაობისთვის, რომელიც უცხოეთში დაიბადა, მნიშვნელოვანია მოქალაქის სტატუსი სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ. ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში კანონმდებლების წინაშე მოხსენებით პირველად წარდგა.