192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ ექსპორტზე მილიონობით ბოთლი ღვინო გაიტანა - ვინ ყიდულობს ქართულ ღვინოს
2019-03-07 12:28:18

საქართველოდან 30 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის ორი თვის მონაცემებზე 13%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 30 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის მონაცემებს 21%-ით ჭარბობს.

ამასთან, მეტ ქართულ ღვინოს ყიდულობენ აშშ-ში (+1032%), შვედეთში (+313%), მონღოლეთში (+189%), პოლონეთში (+42%) და სხვა ქვეყნებში.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8,6 მლნ ბოთლი), უკრაინა (976 ათასი), პოლონეთი (628 ათასი), ჩინეთი (600 ათასზე მეტი და ყაზახეთი (346 ათასი).

საქართველო, „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაციის" (American Association of Wine Economists, AAWE) მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ღვინის დიდ ექსპორტიორთა ოცეულში შედის.