192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში სომხეთი მოქმედებს სიტუაციის შესაბამისად
2019-03-07 14:22:05

სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების პროცესის შესახებ არ შეცვლილა. ამის შესახებ აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა–პასუხის დროს.


"არსებობს გარკვეული შეფასებები, რომ სომხეთმა გააუხეშა თავისი პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ თავიდანვე  ვთქვით, რომ ჩვენ სიტუაციის ტოლფასი  ვიქნებით. ჯერ კიდევ წინა მოწვევის ეროვნულ ასამბლეაზე, ამ ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო იმ მომენტში სიტუაციის შეფასებასთან. მე ვთქვი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი მოგვარება მისაღები უნდა იყოს  სომხეთის, არცახისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის და ჩვენც გვესმის, რომ ეს განცხადება არც თუ ისე ადვილი განცხადებაა. ეს განცხადება გაკეთდა მოლაპარაკებების ნორმალური ატმოსფეროს შესაქმნელად და სომხეთმა არსებითად პირველი ნაბიჯი გადადგა ამ გზაზე,  იმ იმედით, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდებოდა აზერბაიჯანის მხრივაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აზერბაიჯანის მხრიდან ანალოგიური განცხადებები არ გაკეთებულა, პირიქით, გამუდმებით კეთდება განცხადებები, რომლებიც აშკარას ხდიან, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არც კი  ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  მოგვარების რაიმე ვარიანტი მისაღები უნდა იყოს არცახის და სომხეთის ხალხისთვის, და ჩვენ ამ სიტუაციაში ჩვენი პოზიციის ერთგული ვრჩებით, ვიყოთ სიტუაციის ტოლფასი" აღნიშნა ფაშინიანმა.

სრ პრემიერ-მინისტრმა ასევე მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებების ეფექტურად გახდომის მიზნით უნდა იყოს განხილვის ეფექტური ფორმატი. "ეს ფორმატი აღიარებულ იქნა 1994 წელს, როდესაც მთიანი ყარაბაღი აღიარებულ იქნა მოლაპარაკებების სრულუფლებიან მხარედ და ჩვენ ახლა  ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ეს დაფიქსირებული ფორმატი სრულყოფილად მოქმედებდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. მთიანი ყარაბაღის ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება და უნდა შეეძლოს თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობა", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები