192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ექნებათ თუ არა უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება
2019-03-11 09:00:34

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საკანონმდებლო ორგანოსსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებკანონის ახალი ვერსია წარუდგინა, რომლის თანახმად უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ის მათ მემკვიდრეობით ერგო.

საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 16 დეკემბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებების საკუთრებას. გამონაკლისები მითითებული უნდა იყოს ორგანულ კანონში.

კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მას მემკვიდრეობით მიიღებს და დაამუშავებს. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ის ვალდებული იქნება მიწა სამი წლის განმავლობაში გაყიდოს. თუ მიწა არ გაიყიდება, ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეუძლია გამონაკლისი გააკეთოს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცეს უცხოური კომპანიის ან ისეთი კომპანიის საკუთრებაში, რომელშიც დომინანტურ პარტნიორს უცხოელი ან უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირი წარმოადგენს.

გამონაკლისი მხოლოდ საინვესტიციო გეგმის წარმოდგენის შემთხვევაში დაიშვება. თუ საინვესტიციო გეგმა ერთი წლის განმავლობაში არ შესრულდება, კომპანია ვალდებული იქნება მიწა გაყიდოს.

თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, სიახლე არ გავრცელდება უცხოელების საკუთრებაში უკვე არსებულ მიწებზე, თუ ეს მიწები დანიშნულებისამებრ გამოიყენება.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ისეთივე იქნება, როგორც დანარჩენ უცხოელებს.