192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი Viva Technology 2019-ში მონაწილეობას მიიღებს ცალკე პავილონით
2019-03-11 12:21:34

პარიზში 16-18 მაისს ადგილი ექნება ევროპაში ტექნოლოგიის სფეროში ორგანიზებულ მსხვილ ღონისძიებას  Viva Technology 2019-ს, რომელშიც  ცალკე პავილონით გამოვა სომხეთის რესპუბლიკაც. ამის შესახებ ფეისბუქის თავის გვერდზე ჩანაწერი გააკეთა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა.

 „სომხეთის ტექნოლოგიური სფეროს წარმოჩინების, ახალი შესაძლებლობების შექმნის  და მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციების გვერდით ინოვაციების ცენტრში სომხეთის  წარდგენის მიზნით სრულიად სომეხთა საქველმოქმედო კავშირის საფრანგეთის ფილიალმა და G2iA-მ ხელი შეუწყვეს Viva Technology-ზე სომხეთის მონაწილეობის უზრუნველყოფას ცალკე პავილონით, როგორც რეგიონის ახალი „სილიკონის ველი“, - წერს არშაკიანი.