192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
111 გავლენიანი პირი გახდა „ავრორა“ ფორუმის კეთილი ნების ელჩი
2019-03-11 12:58:49

„ავრორა“  ფორუმი აცხადებს, რომ 111 გავლენიანი პირი გახდა  ფორუმის  კეთილი ნების ელჩი. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ  მთავარია დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე არსებული გადაუდებელი და საერთო გამოწვევების დაძლევა.
ამის შესახებ  ცნობას ავრცელებენ  ფონდ  IdeA-ს საზოგადოებასთან კავშირის განყოფილებიდან. პირველი „ავრორა“ ფორუმი ჩატარდება სომხეთში 2019 წლის 14-21  ოქტომბერს. იგი გააერთიანებს მსოფლიოში ინოვაციის სფეროში მომუშავე ცნობილ ლიდერებს, რომლებიც გამართავენ  დისკუსიებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას ჯანმრთელობის, ტექნოლოგიების,  განათლების,  ხელოვნების, ეკოლოგიისა და რა თქმა უნდა ჰუმანიზმის სფეროებში.