192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შვედეთის პარლამენტში სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირება არ დააყოვნებს. ვიცე-სპიკერი ლოტტა იონსონ ფორნარვეი
2019-03-11 14:03:29

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა მიიღო დელეგაცია შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერის მეორე მოადგილის  ლოტტა იონსონ  ფორნარვეის ხელმძღვანელობით.

როგორც სრ ეროვნული კრებიდან აუწყეს, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა შვედეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა ურთიერთობების დადებითი დინამიკა, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ამ კონტექსტში სრ ეროვნული კრების თავმჯდომარეაღნიშნა, რომ სომხეთ-შვედეთი მეგობრობის ჯგუფი ფორმირების ეტაპზეა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების განხილვისას, არარატ მირზოიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროკავშირის წევრ ქვეყნების მიერ დოკუმენტის ეძლებისდაგვარად  სწრაფ რატიფიცირებ.  შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რატიფიკაციის პროცესი ხორციელდება მისი ქვეყნის შიდა პროცედურების შესაბამისად და დაადასტურა, რომ პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირება  არ დააყოვნებს.