192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთისა და ნატოს თანამშრომლობისათვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს: თავდაცვის სამინისტრო
2019-03-11 14:31:53

სომხეთში 11-18 მარტს ტარდება ნატოს კვირეული. სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ჯეიმს აპატურა. მას რამდენიმე შეხვედრა ექნება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.

ამის შესახებ  ნატოს კვირეულისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერეციისას განაცხადა სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს დაცვის პოლიტიკის უფროსმა ლევონ აივაზიანმა. მან აღნიშნა, რომ  ნატო კვლავ რჩება სომხეთის მნიშვნელოვან პარტნიორად.
„სომხეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობა  აგებულია   პროგრამა IPAP-ის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილი იქნა 2005 წლის დეკემბერში.  პროგრამა IPAP-ში სომხეთის მონაწილეობა გულისხმობს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს ნატოსთან რეგიონის უსაფრთხოების, უსაფრთხოების სტრატეგიის დამუშავების, სომხეთის სამხედრო და თავდაცვითი პროცესების დახვეწის, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის და სხვა საკითხებში“,-აღნიშნა ლევონ აივაზიანმა.