192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
2019-03-11 14:15:24

პირველი არხის უწყებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება, – ამის შესახებ პირველ არხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.

გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ რეგისტრაციის ვადებზე და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც ხვალ დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, -განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.