192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნატოს განზრახული აქვს იგივე გზით გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთთან: ჯეიმს აპატურა
2019-03-12 11:13:28

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურამ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის, როგორც ნატო- წარმომადგენელი, რეგულარულად სტუმრობს სომხეთს.
"ნატოს და სომხეთს ჰქონდათ სტაბილური და შინაარსიანი ურთიერთობები პოლიტიკური გართულების გარეშე, რაც სასიამოვნოა.  დღევანდელი შეხვედრები პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან  და პარლამენტთან კიდევ  ერთხელ  ადასტურებს, რომ სომხეთი აპირებს შეინარჩუნოს ნატოსთან სტაბილური ურთიერთობები, როგორც   საგარეო საქმეთა სფეროში, ასევე თავდაცვის სფეროშიც.  მეც  ჩემის მხრივ ვარწმუნებ საუბრის ყველა მონაწილეს, რომ ნატოსაც განზრახული აქვს განაგრძნოს თანამშრომლობა სომხეთთან იგივე გზით", - განაცხადა მან.

ოფიციალურმა პირმა მადლობა გადაუხადა სომხეთს ავღანეთისა და კოსოვოში დახმარებისათვის  და აღნიშნა, რომ ამ კუთხით სომხეთის წვლილი მნიშვნელოვანია და შესაბამისადაა დაფასებული.