192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს
2019-03-12 11:36:06

დეპუტატების ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობაში 108 ადამიანი დარჩა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ფრაქციაევროპულმა საქართველომსაპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა, განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

რეგლამენტის თანახმად, თუ დეპუტატების რაოდენობა უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა უმცირესობის წევრთა რაოდენობას აღემატება, საპარლამენტო უმცირესობა წყვეტს არსებობას.

დღეისათვის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის გარდა პარლამენტში 21 დეპუტატია. მათი რიცხვი მატულობს, რადგან ბოლო დროს უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

უმცირესობის შესაქმნელად საჭიროა 21 წევრის გაერთიანება. „ევროპულ საქართველოში“ 20 წევრია, რაც ნიშნავს, რომ მათ უმცირესობის სტატუსი დაკარგეს. პარლამენტში დღეს უმცირესობა აღარ არსებობს“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში კახიანმა.

პარლამენტში დაიშალა ასევე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციაქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქციას ტოვებდა. იგი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

სამმასოციალ-დემოკრატმა“ - სულხან მახათაძემ, რომან მუჩაიშვილმა და რუსლან პოღოსიანმა თავიანთი ფრაქციის დაშლის შემდეგ უმრავლესობაში დარჩენა გადაწყვიტეს.

კიდევ ორი დეპუტატიქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებისფრაქციიდან - გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური ოპოზიციურ ფრაქციასაქართველოს პატრიოტებშიგადავიდნენ. შერწყმის შედეგად ოპოზიციურ ფრაქციას სახელი შეეცვლება დაპატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატებიდაერქმევა.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის ბიუროს აცნობეს, ფრაქციასაქართველოს პატრიოტებიდატოვა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ადრე უმრავლესობის წევრი იყო.

დეპუტატებისმიგრაციისგათვალისწინებით, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 108 დეპუტატი რჩება.

მმართველმა პარტიაქართულმა ოცნებამსაკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში მას შემდეგ დაკარგა, რაც საპარლამენტო ფრაქციიდან წასვლის შესახებ განაცხადეს დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. დეპუტატებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მათ ინიციატივას საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერების შესახებ.