192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თონე, შოთი და ქართული ლავაში - პურის სახეობები უძველეს საქართველოში და მათი ცხობის ტრადიციები
2019-03-12 13:20:05

ambebi.ge თონე, თორ­ნე (ძველ ქარ­თუ­ლად) მი­წა­ში ჩად­გმუ­ლი უძი­რო და ცი­ლინ­დრუ­ლი ფორ­მის თი­ხის ნა­კე­თო­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში და მი­ღე­ბუ­ლია მა­ღა­ლი წე­ბოვ­ნე­ბის მქო­ნე პუ­რის სა­ცხო­ბად. ქარ­თუ­ლი მე­თო­ნე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, ორგვა­რი სა­ხის თონს იც­ნობს: სა­ო­ჯა­ხოს ანუ სოფ­ლურ თო­ნეს და პრო­ფე­სი­უ­ლი მე­პუ­რის თო­ნეს. სოფ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პა­ტა­რა, სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის პირ­მოხ­ვე­უ­ლი და პირ­გა­ნი­ე­რი თო­ნე­ე­ბი. სა­ო­ჯა­ხო თო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე, რო­გორც წესი, მეტ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში თონე მი­წა­ში სხვა­დას­ხვა სიღ­რმით იდ­გმე­ბა: მთლი­ა­ნად, სა­ნა­ხევ­როდ ან მხო­ლოდ ძი­რით. თო­ნის მი­წის­ზე­და ნა­წი­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად და სიმ­ხურ­ვა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თონე ირ­გვლივ წნე­ლით შე­მო­იწ­ვნე­ბა, წნუ­ლი­სა და თო­ნის კე­დელს შუა არ­სე­ბუ­ლი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი მი­წით ამო­ივ­სე­ბა და და­იტ­კეპ­ნე­ბა. თო­ნეს იყე­ნებ­დნენ აგ­რეთ­ვე პრო­დუქ­ტე­ბის "ჩა­თუთ­ქვის", ხის ნა­წი­ლე­ბის გა­მოშ­რო­ბის, გათ­ბო­ბის მიზ­ნი­თაც. პრო­ფე­სი­უ­ლი მე­პუ­რის თონე სოფ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თო­ნის­გან სი­დი­დი­თაც გან­სხვავ­დე­ბა და მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია ურ­ბნი­სის (V-VII სს.), თბი­ლი­სის (XI, XII სს.), რუს­თა­ვის (XII-XIII სს.), უფ­ლის­ცი­ხის (XIV-XVI სს.) და სხვა გა­ნა­თხა­რი თო­ნე­ე­ბი. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე ძვე­ლია ძვ. წ. VIII ს. ურარ­ტუ­ლი თონე.

 შოთი - ქარ­თუ­ლი თო­ნის პუ­რის სა­ხე­ო­ბაა, გრძე­ლი და რკა­ლი­სე­ბუ­რი. აქვს სქე­ლი ყუა, თხე­ლი პირი და წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ბოლო. გან­სა­კუთ­რე­ბით გრძელ და მოხ­რილ ხმლი­სე­ბურ შო­თებს აცხო­ბენ კა­ხეთ­ში, ქარ­თლში კი შე­და­რე­ბით მოკ­ლე შო­თებს. სა­ხელ­წო­დე­ბა „შოთი“ წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბას­თან, მთვა­რეს­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძველ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში სა­წირ­ვე­ლად პუ­რი­ცაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ამას­თან, ყო­ფით­მა ტრა­დი­ცი­ამ ხორ­ბლის ზე­და­შე­ე­ბი შე­მო­ი­ნა­ხა, რო­მელ­თა­გან სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რებს აცხობ­დნენ. შოთი დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში თო­ნის პუ­რის სა­ხე­ო­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა აზი­უ­რი ლა­ვა­შის­გან, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სხვა ერებ­სა და ქვეყ­ნებ­ში. აზი­უ­რი ლა­ვა­ში მზად­დე­ბა უსა­ფუვ­რო ცო­მის­გან, გრძე­ლია და თხე­ლი, ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში კი სა­ფუვ­რი­ა­ნი ცო­მის­გან მზად­დე­ბა, ბევ­რად სქე­ლია და მრგვა­ლი ფორ­მი­საა. ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში თო­ნე­ში ლა­ფა­თით (ტა­რი­ა­ნი დაფა, რო­მელ­საც ზედ ბა­ლი­ში აქვს გა­დაკ­რუ­ლი) ჩა­იკვრე­ბა.ლა­ვაშ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­რი­ტუ­ა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. მას აცხობ­დნენ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე. იცოდ­ნენ ლა­ვა­შის მკვდრის გულ­ზე გა­და­ტეხ­ვა და შემ­დეგ ღვი­ნო­ში ჩამ­ბა­ლი ნა­ტე­ხე­ბის შეჭ­მა, რაც აიხ­სნე­ბა ქრის­ტეს­თან ზი­ა­რე­ბის სიმ­ბო­ლურ გარ­და­სახ­ვად...ამ­რი­გად, მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნას, პუ­რის ცხო­ბას, თო­ნე­სა თუ ფურ­ნეს დიდი ხნის, სა­ინ­ტე­რე­სო და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რია აქვს, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სხვადსხვა ეტაპ­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი როლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.