192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არარატ მირზოიანმა მიულოცა საქართველოს პარლამენტის სპიკერს
2019-03-12 19:08:12

სომხეთის რესპუბლიკის  პარლამენტის  სპიკერმა არარატ მირზოიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა ქვეყანაში  პარლამენტარიზმის ფორმირების 100 წლისთავთან დაკავშირებით.

"პატივცემულ ბატონ  ირაკლი კობახიძეს,

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის  დეპუტატების სახელით,  გილოცავთ საქართველოში პირველი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირების მეასე  წლისთავს.

ასი წლის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა გამოაცხადეს დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა რითაც  საფუძველი ჩაუყარეს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ახალ ეტაპს.

საპარლამენტო ტრადიციების არ  ქონის  გარეშე, მაშინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა შესძლეს  ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების ორგანიზება და  საკანონმდებლო საქმიანობის დაწყება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის დასაწყისში სომხეთსა და საქართველოში მიღებული პირველი კანონები წინ უსწრებდა ზოგიერთი განვითარებული ქვეყნების კანონებს თავისი დემოკრატიული ხასიათითა და პროგრესული მსოფლმხედველობით.

ქვეყანაში დიდი იყო პარლამენტის როლი როგორც საკანონმდებლო სფეროში, ასევე სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების საქმეშიც. ის ტრადიციები, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა ასი წლის წინ,  დღესაც ჰპოვებენ გამოხატულებას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.  

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს პარლამენტარიზმის  ჩამოყალიბების მეასე წლისთავთან დაკავშირებით და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას", - ნათქვამია სრ პარლამენტის  თავმჯდომარის წერილში.