192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერევანში გაიმართა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების პროექტის ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა
2019-03-13 10:59:49

ერევანში გაიმართა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე -2  ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების პროექტის  ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის მე-8 სხდომა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურების და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს 2019 წლის სამოქმედო გეგმა და 2021 წლამდე ღონისძიებების პროგრამა,  სომხეთის ატომური ელექტროსადგურიმე -2  ენერგობლოკის ექსპლუატაციის პირობები დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სევე სომხეთის ატომური ელექტროსადგურიმოდერნიზაციის ფარგლებში  სომხეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ  მთავრობათაშორისი შეთანხმების ვადის გაგრძელების საკითხი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გამოყენებული ატომური საწვავის გამოტანისა და გადამუშავებ საპილოტო პროექტის მომზადების საკითხი, ასევე თანამშრომლობ სომხეთსა და რუსეთს შორის უმანიტარულ სფეროსა და ატომური ენერგეტიკისათვის კადრების ტრეინინგებ საკითხში.

ხდომის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ გაფართოონ თანამშრომლობა სომხეთში  ატომური ენერგეტიკის გასაჯაროებისა და საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.