192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ - შეთანხმების დეტალები
2019-03-13 11:48:24

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.

ბოლო ორწლიანი შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ბოლო პერიოდში საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ფულად საფასურს იღებს, და არა ბუნებრივი აირის სახით, როგორ ეს ადრე იყო.
„მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ორივე ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე.მისი თქმით, მეორე ამოცანას საქართველოსთვის პირობების გაუმჯობესება იყო.

„ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით – სატრანზიტო საფასური, რომელსაც გვიხდიან გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველო რუსულ გაზს 2017 წლიდან არ მოიხმარს, ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.

რაც შეეხება ფასებს, ეკონომიკის მინისტრმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ ვამბობ დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში, არის ჩვენს სასარგებლოდ“, -განაცხადა თურნავამ.

2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული იყო 1,93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე კუბური მეტრის მიწოდებას ითვალისწინებს.