192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვიდა
2019-03-13 12:21:57

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარგსიანის მოწვევით დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილ. სომხეთის პრეზიდენტის აპარატის უწყებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  წიწერნაკაბერდის მემორიალთან პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტმა ყვავილები დააწყო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავმყოფ მარადიულ ცეცხლთან. სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა ასევე სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი, გაეცნო გენოციდიდამადასტურებელ მასალებს, ჩანაწერი დატოვა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტისაპატიო სტუმრების სამახსოვრო წიგნში.