192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის ტყავის წარმოების პოტენციალი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენაზე
2019-03-13 14:22:18

ბიზნეს არმენიას მხარდაჭერით, სომხეთის 8 მწარმოებელი მოსკოვში 12-15 მარტს საერთაშორისო გამოფენაში "MosShoes 2019" მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ პავილიონში. ბიზნეს არმენიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ცნობით, სომხური კომპანიები წარმოადგენენ ფეხსაცმელს, ტყავის აქსესუარებს და სხვა ნაწარმს. წინა გამოფენის შედეგად, სომხურმა კომპანიებმა 122 მლნ დრამის ღირებულების საექსპორტო დაკვეთები მიიღეს. სომხური პავილიონი შეავსო  ფეხსაცმლის 5–მა, ჩანთისა და აქსესუარის 2–მა მწარმოებელმა კომპანიამ და ტყავის გადამამუშავებელმა ქარხანამ.

"MosShoes" არის ყველაზე დიდი სპეციალიზებული ექსპო, რომელიც დაკავებულია ტყავის პროდუქციის ექსპოზიცით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ის ტარდება წელიწადში ოთხჯერ. გამოფენა ყოველწლიურად მასპინძლობს 12,000 ძირითად მყიდველს და დარგის სპეციალისტს.