192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არცახის შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე. გაიმართა სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.
2019-03-13 15:00:29

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს:

"სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განსაკუთრებული განვითარება გამორჩეულ ადგილს იკავებს სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. მე ნაყოფიერად მივიჩნევ ქალბატონ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს. სომხეთი ყოველთვის დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.

მე და ჩემმა ქართველმა კოლეგა გამოვთქვით მსგავსი მოსაზრებები, რომ პრობლემები და კონფლიქტები არ არის იდენტური. შესაბამისად, მათი მოგვარების საფუძვლები იდენტური არ არის. ჩემი პირადი მოსაზრებით, გადაწყვეტილებები უნდა მოვიძიოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების შესაბამისად, ხოლო არცახის შემთხვევაში, თვითგამორკვევის  უფლების პატივისცემის საფუძველზე ", - განაცხადა პრეზიდენტმა სარსიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მაღალი შეფასება მისცეს სამხრეთ კავკასიაში ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.