192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არცახის უსაფრთხოებისა და სტატუსის უზრუნველყოფა მუდამ იქნება სომხეთისათვის აბსოლიტურად პრიორიტეული საკითხი: საგარეო საქმეთა მინისტრი
2019-03-13 16:18:43

არცახის უსაფრთხოებისა და სტატუსის  უზრუნველყოფა მუდამ იქნება სომხეთისათვის აბსოლიტურად პრიორიტეული  საკითხი. ამის შესახებ  განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრ  მიროსლავ ლაიჩაკთან  ერთად გამართულ პრეს-კონფერენციისას.  რეგიონში ადამიანთა უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად საჭიროა ყოველივე წინაპირობის გარეშე  გატარებული  იქნას უსაფრთხოებისა და ნდობის განმტკიცებისადმი მიმართული ღონისძიებები, გამორიცხული იქნას დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო მშენებლობები, შევწყვიტოთ გამალებული შეიარაღება“-აღნიშნა მან.
როგორც მნაცაკანიანმა თქვა, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს,   რომ  სომხეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას  ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რომელიც დაფუძნებული იქნება  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპზე, კერძოდ, ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.

როგორც მიროსლავ ლაიჩაკმა აღნიშნა,  რომ კვალავ გაგრძელდება დახმარება მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე. რაც შეეხება იმ პოზიციებს, რომ არცახმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოლაპარაკებაში, ლაიჩაკმა თქვა: „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ უნდა  განსაზღვროს ფორმატი, მაგრამ ნებისმიერი შესაძლებელი ცვლილება ამ ფორმატში მისაღები უნდა იყოს მოლაპარაკების ყველა მხარისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას გააჩნია  სწორი რეზოლუცია მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ არსებულ ფორმატში“.