Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-24 14:00:53
საზოგადოება
მთავრობისთვის პრინციპულია სომხეთში ეროვნული, რელიგიური უმცირესობების იდენტურობის შენარჩუნების გარანტია. ნიკოლ ფაშინიანი.
რელიგიის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებაა. სომხეთის ყურადღების ცენტრშია რელიგიის, რწმენის, სინდისის თავისუფლება, ქვეყანაში პრინციპულია ეროვნული, რელიგიური უმცირესობების იდენტობის შენარჩუნების გარანტიების უზრუნველყოფა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ერევანში ჩატარებულ სომხეთში, საქართველოში, მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
2019-05-24 12:00:20
პოლიტიკა
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება. კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი. ლაშა დარსალიამ ბაქოში გუშინდელი კომისიის მუშაობასა და განსახილველ საკითხებზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომისიების შეხვედრა არ გამართულა. ახლახანს მოხდა კომისიების განახლება. წინა კვირას გაიმართა უშუალოდ ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელზეც შეთანხმდა კომისიის მუშაობის დეტალები და გრაფიკი. 1996 წლიდან მიმდინარეობს ეს მუშაობა, ორი მესამედი არის შეთანხმებული, შესათანხმებელიამთელი საზღვრის პერიმეტრის ერთი მესამედი. მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარედ სასაზღვრო ზოლი, ასევე სხვა სასაზღვრო ზოლები, რომლებზეც არ არის კომისია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. კითხვაზე – როგორია მოლოდინები, აზერბაიჯანის პოზიცია, ასევე თუ განიხილეს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ დავით გარეჯთან მძიმე ტექნიკაა, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა.