192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ახალი ზელანდიის „სომხური სასამართლოს“ კომისიამ დაგმო მიზგითებზე ტერორისტული თავდასხმა
2019-03-18 10:10:30

ახალი ზელანდიის „სომხური სასამართლოს“ კომისიამ   დაგმო  ქალაქ ქრაისჩერჩში მიზგითებზე ტერორისტული თავდასხმა, რომლი შედეგადაც დაიღუპა 49 ადამიანი. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს ახალი ზელანდიის სომხური სასამართლოს პრეს-სამსახური.
„ჩვენ  ვგმობთ შეიარაღებული ტერორისტის მიერ სომხური, ქართული, ისევე როგორც სხვა ქრისტიანული ერები:  სერბების, რუსების, ავსტრიელების ენის გამოყენების მცდელობას. ამ ენებზე იყო გაკეთებული მინიშნებები იმ იარაღზე, რომელიც იქნა გამოყენებული მიზგითში მუსლიმების  ამოსახოცად.
მსგავს  ჯვაროსნულ  ლაშქრობებს  ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსოფლიოში, განსაკუთრებით მშვიდობის მოყვარულ ახალ ზელანდიაში.
ახალ ზელანდიაში  და მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომეხი ერი გვერდში უდგას მიზგითის მიმდევრებსა და წევრებს.  ახალი ზელანდიის სომხური საზოგადოება, „სომხური სასამართლოს“ კომისია, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს  და ლოცვას აღავლენს ამ მძიმე წუთებში“,- ნათქვამია სომხური სასამართლოს საიტზე განთავსებულ ტექსტში.