192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ინდოეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში ჩამოსულ ბიზნესმენთა ჯგუფს განზრახული აქვთ მოახდინონ ინვენსტიციები რამდენიმე სფეროში
2019-03-18 10:45:08

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვენსტიციების  მინისტრის მოადგილემ ავაგ ავანესიანმა მიიღო ინდოეთიდან  ჩამოსული ბიზნესმენების ერთი ჯგუფი. ამის შესახებ  განცხადებას აქვეყნებს სამინისტროს პრეს-სამსახური.
ინვენსტორებმა აღნიშნეს, რომ  განზრახული აქვთ კაპიტალდაბანდება აწარმოონ  რამდენიმე სფეროში, კერძოდ, მათ აინტერესებთ ვაჭრობის, მომსახურეობის გაწევის და მრეწველობის სფეროები.
მინისტრის მოადგილემ სტუმრების თხოვნით  წარმოადგინა სომხეთის ინვენსტიციური სფერო და საგარეო პრივილიგირებული ბაზრები. ავაგ ავანესიანმა ინვენსტორების ყურადღება მიიპყრო სახელმწიფოს მხრივ დაწესებულ საინვენსტიციო შეღავათებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მრეწველობის სფეროში კაპიტალდაბანდებების საკითხზე, რაც ძირითადად შეეხებოდა  მეტალის ბოძებისა და არმატურის წარმოებას.
საუბრის მონაწილეები შეთანხმდნენ გააგრძელონ განხილვები ორმხრივ საინტერესო პროგრამების ირგვლივ.