192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დიდ დიღომში საწყობში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
2019-03-18 10:51:00

radiotavisupleba.ge   დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გასულ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 1800 კვ/მ ფართობი.

მეხანძრე-მაშველებმა საწყობიდან გამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში მოათავსეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცეცხლს ოცზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძოდა. ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმა.

ცეცხლის ძირითადი კერების ლიკვიდირების შემდეგ ადგილზე რჩებოდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან გამოიყვანეს ძაღლის ლეკვები, რომლებსაც სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.