192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო პირველად ხელმძღვანელობს ნატოსთან ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებას
2019-03-18 10:55:47

radiotavisupleba.ge   

საქართველოში იწყება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 24 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები.

სწავლება 18-29 მარტს ჩატარდება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.

ეს არის პირველი ერთობლივი, ბრიგადის დონის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლებისას გამოცდიან ნატოს კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას, “Non Article 5.“

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრთან ერთად.

ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას უწევენ ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ჩატარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა და მასში 14 ქვეყანა მონაწილეობდა.

წლევანელ სწავლებაში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანა: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო და შვედეთი. წვრთნაში მონაწილეობს 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

სწავლებაში აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი,” გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, როგორც დამკვირვებელი.