192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ტიგრან ავინიანმა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორმა სომხეთში ენერგოეფექტურობის საკითხებზე ისაუბრეს
2019-03-19 12:20:57

სრ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ევროკავშირის დელეგაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო საკითხების გენერალური დირექტორის, ლოურენს მერედითის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიოდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მაღალჩინოსნები.

როგორც იუწყება სრ ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის კანცელარიის პრეს–სამსახური, უკანასკნელმა ისაუბრა ენერგეტიკისა და სხვა ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.
ლორენს მერიდითმა აღნიშნა, რომ დელეგაცია სომხეთში ჩამოვიდა, რათა გაერკვია, თუ რა ხედვა აქვს მთავრობას ენერგოეფექტურობის სფეროში და იმის შესასწავლად, თუ როგორი  დახმარების გაწევა შეუძლიათ ევროკავშირს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთში ენერგოეფექტურობის გაზრდა მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს და ამ კონტექსტში განიხილეს საკანონმდებლო რეფორმების საკითხები, ასევე საინვესტიციო და ფინანსური რესურსების  ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური დიალოგი ზემოაღნიშნულ თემებზე.