192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბუენოს აირესში სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მუზეუმი აშენდება
2019-03-19 12:45:17

ბუენოს აირესში სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მუზეუმი აშენდება

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში  ქალაქის მერიამ მოიწონა სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მუზუმის აშენების პროექტი. ამის შესახებ წერს  asbarez.com-ი.

მუზეუმი აშენდება სომეხთა გენოციდის ხსოვნის ფონდის მიერ, დედაქალაქის  პალერმოს რაიონში, სომხური სათვისტომოს ცენტრთან ახლო მდებარე  გურუჩაგას ქუჩაზე.  

მერიამ მუზეუმის აშენებისათვის ფონდს 30 წელი გამოუყო, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელია.

მუზეუმის ფარგლებში შეიქმნება აგრეთვე, არგენტინაში სომხური კვალის არქივი, ისევე როგორც გენოციდის ბიბლიოთეკა და არქივი.

არგენტინა სომეხთა გენოციდის ამღიარებელ პირველ ქვეყანათა შორისაა. 1987 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა  რაულ ალფონსინმა ოსმანეთის თურქეთის მიერ 1915 -1923 წლეებში განხორციელებულ მილიონ ნახევარ  სომეხთა ჟლეტას გენოციდი უწოდა.

2007 წელს არგენტინაში 24 აპრილი სომეხთა გენოციდის, ადამიანთა შორის ტოლერანტობისა და პატივისცემის დღედ გამოცხადდა.