192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ ეროვნული კრების დელეგაცია შეხვდა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის და ბუნდესტაგის გერმანია–სამხრეთ კავკასიის ჯგუფის წევრებს
2019-03-19 14:15:42

არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით სრ ეროვნული კრების დელეგაციას, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით 18-21 მარტს გერმანიაში იმყოფება, შეხვედრები ჰქონდა ბერლინის წარმომადგენლთა პალატის თავმჯდომარესა და წევრებთან.

როგორც იუწყება  სრ ეროვნული კრება, დელეგაციების წევრებმა რიგი სფეროების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს  საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით.
არარატ მირზოიანმა კოლეგებთან ერთად ასევე განიხილა ბერლინის სკოლების სახელმძღვავნელოებში სომეხთა გენოციდის შესახებ დიდაქტიკური მასალების ჩართვის საკითხი.
სომხეთის დელეგაცია სამუშაო სადილის ფარგლებში, შეხვდა ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის ჯგუფის ხელმძღვანელ იოანეს ყარსის ჯგუფის წევრებს ალბერტ ვაელის, შტეფან კოტნეის, ვალდემარ ჰერდთს.

გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ბუნდესტაგის დეპუტატთა წრეში გაიზარდა ინტერესი სომხეთის მიმართ, რომელსაც ასევე ხელი შეუწყო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტმა სომხეთში.

საუბრისას შეეხნენ რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, გერმანელ პარტნიორებს წარმოუდგინეს სომხეთში მოსალოდნელი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობის ამაღლებას.
არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ყვავილებით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.