192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თავისუფალი ვაჭრობა მოქმედებაში: რამ მოიზიდა ჰონგკონგელი ბიზნესმენები საქართველოში
2019-03-19 16:48:13

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისში უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შეხვდა ჰონგ-კონგიდან და მათთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მინისტრმა ბიზნესმენებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც გაფორმდა ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ისა და სხვა ქვეყნებთან. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართული და ჰონგკონგური კომპანიების წინაშე გაიხსნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

მეწარმეები ჰონგ-კონგიდან საქართველოში დაინტერესდნენ ისეთი ეკონომიკური მიმართულებებით, როგორიცაა ენერგეტიკა, IT-ტექნოლოგიები და წარმოება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, პროექტის „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

ბიზნეს-დელეგაცია ჰონგ-კონგიდან საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტი 20 მარტს დასრულდება.