192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
როგორ სახლდებიან არსებები დედამიწაზე? თბილისელებს ახალ ფსიქოლოგიურ სპექტაკლს წარუდგენენ
2019-03-19 16:52:24

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური სპექტაკლ „კონტაქტის“ პრემიერა „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ დასის შესრულებით 8 და 9 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.იდეის ავტორი და რეჟისორი ირა კოხრეიძეა, პიესის ავტორები - ირა კოხრეიძე და გიორგი მიქაბერიძე, რომელიც დადგმის სცენოგრაფიცაა.სპექტაკლის მთავარი გმირების სახით გვევლინებიან არსებები, რომლებიც ოცნებობენ, დასახლდნენ პლანეტა დედამიწაზე. დაბადებამდე ისინი გადიან გრძელ გზას ერთგვარ აბსტრაქტულ სახლამდე, რომელიც შუალედურ განზომილებას წარმოადგენს. მის ოთახებში პერსონაჟები სხვადასხვა მდგომარეობას ირგებენ და განსხვავებულ გრძნობებს განიცდიან, გადიან გამოცდას და ხვდებიან სხვადასხვა არსებებს.ამ „მოგზაურობის“ პროცესში გმირები ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებენ თავიანთ დანიშნულებას და ფუნქციებს, იაზრებენ განვლილი გზის მნიშვნელობას. და როდესაც დედამიწასთან მიახლოების დრო დგება და მთავარი გმირები იბადებიან, ისინი სხეულებს ეძებენ. ასე სახლდებიან ისინი დედამიწაზე“, - უამბო საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия-ს რეჟისორმა ია კოხრეიძემ.„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ 2015 წელს ხელოვანებმა ირა კოხრეიძემ და გიორგი მიქაბერიძემ რუსთაველის თეატრისა და ფონდის „ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით დააფუძნეს. დასში 25 მსახიობია, რომელთაგან 15 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო და სხვ.). მსახიობების ასაკი 14-დან 30 წლამდეა. რეპერტუარში უკვე სამი სპექტაკლი აქვთ: „მოგზაურობა“ (2016), „ლეგენდა მედეაზე“ (2017) და „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“ (2018).