192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის გავლით ირანის გაზის ტრანზიტის შესახებ დისკუსიები გამჭვირვალეა ყველა პარტნიორისთვის. ფაშინიანი
2019-03-19 15:30:53

სომხეთის ტერიტორიის გავლით ირანული გაზის ტრანზიტის საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშნიანის ირანი ვიზიტის დროს დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად პუნქტად იქცა. იგი წინასწარ იქნა განხილული ასევე რუსეთის, საქართველოს და თურქმენეთის ლიდერებთან. 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა. "დისკუსიები გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე რაიმე  დასკვნამდე არ მივალთ", - განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ზოგადად, უნდა იყოს ისეთი განწყობა, რომ სომხეთი ურთიერთობებს განავითარებს ყველა შესაძლო მიმართულებით, ირანის, საქართველოს, რუსეთის, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. "ესე იგი ყველა მიმართულებით უნდა გვქონდეს ინიციატივები, იდეები, თუ როგორ შეიძლება ამ ურთიერთობების განვითარება. მთავარია აღინიშნოს, რომ ასეთი მოვლენები მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ არსებობს ინტერესი, რომელიც არ არის იდენტური და ერთგვაროვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ამ პროცესში განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი დღის წესრიგი და ქმედებები გამჭვირვალე იყოს მათთვის", - დასძინა ფაშინიანმა.

პასუხისას კითხვაზე, სომხეთის ტერიტორიის გავლით ირანის გაზის ტრანზიტი გულისხმობს თუ არა ახალი  გაზსადენის გაყვანას, სრ პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ახალი გაზსადენის გაყვანაზე არ არის საუბარი, რადგან ჯერ შესაძლებელი არსებული გაზსადენებით ამ პროექტის  განხორციელება.