192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ–ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. სრ ეროვნული კრების სპიკერმა და ბუნდესტაგის პრეზიდენტმა განიხილეს სომხურ-გერმანულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები
2019-03-20 11:27:00

სრ ეროვნული კრების  დელეგაცია ეროვნული კრების თავმჯდომარე არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით, რომელიც  18-21 მარტს ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ვოლფგანგ შოიბლეს.
სრ ეროვნული კრების  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ვოლფგანგ შოიბლემ აღნიშნა, რომ გერმანიაში დიდი ენთუზიაზმით ადევნებდნენ თვალყურს 2018 წლის აპრილ-მაისში სომხეთში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციას და დასძინა, რომ ასეთი რევოლუცია მსოფლიოში არასოდეს არ ყოფილა.
შეხვედრაზე სრ დელეგაციის წევრებმა და ვოლფგანგ შოიბლემ განიხილეს სრ–ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირებასთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან, სომხურ-გერმანულ დღის წესრიგთან დაკავშირებული  საკითხები, ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა სომხეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

შეეხნენ რა სომხეთსა და გერმანიას შორის არსებულ კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებს, ეროვნული კრების თვმჯდომარემ გერმანელ კოლეგებს შესთავაზა განიხილონ ჩვენს ქვეყანაში სომხურ–გერმანული უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხი, რაც უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის.