192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთს უფრო ძლიერი ატომური ელექტროსადგური ექნება: ერევანში განხილული იქნა ატომური ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები
2019-03-20 12:37:04

ატომური ენერგიის სფეროში მომუშავე  ექსპერტებმა და სპეციალისტებმა განიხილეს სომხეთში ატომური ენერგიის განვითარების პერსპექტივები. „არმენპრესის“  გადმოცემით  პანელური განხილვები ჩატარდა ატომური ენერგიის სფეროში სომხეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ფარგლებში  „რუსატომ აღმოსავლეთ ევროპა“ და  სს  „ატომური ელექტროენერგიის ექსპლოატაციის სომხური სამეცნიერი კვლევითი ინსტისტუტის“  ხელშეწყობით. სომხეთის აე სადგურის  დირექტორის მრჩეველმა გრა სავიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია აეკ- ის მეორე ენერგობლოკის  მოდერნიზაციისა და გაფართოების ვადის გაგრძელება.  „უკვე გახანგრძლივებული იქნა 2500 დასახელების პროფესიული კომპონენტები, სისტემები და  კონსტრუქცია,

მოდერნიზებული იქნა ტურბინისა და საწარმოო განყოფილების ძირითადი კვანძები,  დაყენებული იქნა 1000 ტონამდე მოწყობილობები“,-აღნიშნა მან და დაუმატა, რომ 2019 წლისათვის გათვალისწინებულია მეორე ტურბოგენერატორის განთავსების სამუშაოები. პროექტის დასრულებისას სომხეთს ექნება უფრო ძლიერი ატომური ელექტროსადგური.