Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-02-08 15:00:14
პოლიტიკა
დასრულდა სომხეთის მთავრობის სტრუქტურებთან დაკავშირებული დისკუსიები. 12 სამინისტრო იქნება. ფაშინიან
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დასრულდა სომხეთის მთავრობის სტრუქტურების განხილვა. "იქნება 12 სამინისტრო. პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიქმნება დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის თანამდებობა, რომლის შემსრულებელს დაევალება იყოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი დიასპორასთან ურთიერთობაში და პრემიერ-მინისტრის სახელით კოორდინაცია გაუწიოს მთავრობის მუშაობას დიასპორასთან ურთიერთობაში"- Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა ნ. ფაშინიანმა.
2019-02-08 14:00:07
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან 930 წელი შესრულდა. პირველი არხის უწყებით, დავითობის დღესასწაულს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, სტუმრები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ დავით აღმაშენებლის საფლავს. აქვე გაიმართება ახალგაზრდა ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონია, მოგვიანებით კი სტუმრები გელათის აკადემიის შენობაში გადაინაცვლებენ, სადაც გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „გელათის სამონასტრო კომპლექსი“.